თავდასხმა პოლიციის კოლონაზე

არის მსხვერპლი

1604258
თავდასხმა პოლიციის კოლონაზე

მექსიკაში პოლიციის კოლონაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 13 ადამიანი, რომელთაგან 8 პოლიციელი იყო, დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის კოლონაზე თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოტეპეკ ჰარინასის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. თავდამსხმელების ლიკვიდაციისათვის რეგიონში ეროვნული გვარდია იქნა გაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ მექსიკაში კრიმინალური დაჯგუფების წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მსგავსი დაპისრისპირებები ხშირად ხდება.



მსგავსი ინფორმაციები