ჯოზეფ ბორელიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჯოზეფ ბორელიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1604229
ჯოზეფ ბორელიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ვალდებულია,  თურქეთს შეფარებული მიგრანტებისათვის შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

ბორელიმ ამის შესახებ, IRINI-ის ოპერაციის სარდლობის ცენტრის მონახულების დროს განაცხადა. მისივე თმით, ევროკავშრისა და თურქეთს შორის მიგრანტებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებით მრავალი მიგრანტის სიცოცხლის გადარჩენა მოხდა და ამაში თურქეთს დიდი წვლილი მიუძღვის. ჯოზეფ ბორელიმ აქ გაკეთებული განცხადებების დროს ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად თურქეთი 4 მილიონამდე მიგრანტს იფარავს რა, ევროკავშირი ვალდებულია შესაბამისი დახმარება გაუწიოს. მან ბლოს ისიც დასძინა, რომ მომავალი კვირის ორშაბათ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები უნდა განიხილონ.



მსგავსი ინფორმაციები