იაპონია, „როჰინჯა მუსლიმებს“ 19 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასწრაფო დახმარებას გაუწევს

იაპონია, „როჰინჯა მუსლიმებს“ 19 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასწრაფო დახმარებას გაუწევს

1597976
იაპონია, „როჰინჯა მუსლიმებს“ 19 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასწრაფო დახმარებას გაუწევს

იაპონია, არაკანელ მუსლიმ (როჰინჯა) ლტოლვილებს მათი საკვებისა და ჯანმრთელობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, 19 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის სასწრაფო დახმარებას გაუწევს. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, მათი ქვეყანა ფინანსურ დახმარებას გაუწევს მიანმარის არაკანის შტატში ზეწოლისა და დევნის ქვეშ მყოფ როჰინჯა მუსლიმებს.

ამ კონტექსტში, იაპონია, არაკანელ მუსლიმებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის (WFP) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მეშვეობით   19 მილიონ აშშ დოლარის დახმარებას გაუწევს.

გაეროს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ჩაგვრისა და დევნისაგან გაქცეულ არაკანელ მუსლიმთა რიცხვი, რომლებიც ბანგლადეშს აფარებენ თავს, 900 ათასს მიუახლოვდა.



მსგავსი ინფორმაციები