დოჰაში სტარტი აიღო ისლამური სამყაროს ფესტივალმა

ასეთი ფესტივალების ჩატარება 2005 წლიდან დაიწყო

1597742
დოჰაში სტარტი აიღო ისლამური სამყაროს ფესტივალმა

კატარის დედაქალაქ დოჰაში, 2021 წლის ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქის ფესტივალი საზეიმო ცერემონიით დაიწყო. ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა კატარის კულტურის მინისტრმა სალაჰ ბინ განიმ ალ-ალიმ თქვა, რომ  მეცნიერების და ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებობს ისეთი ისლამური ნაშრომები, რომლებიც გადათარგმნილია ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ენებზე და ისინი უნივერსიტეტბში სწავლების მთავარ წყაროს წარმოადგენენ. კატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ ჰალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ სანიმ, Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში ისლამური კულტურისა და მემკვიდრეობის რწმენა ღრმად არის ფესვგადგმული და ამიტომ მხარს უჭერენ ამ საკითხში ათობით პროექტის განხორციელებას. ისლამური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია ISESCO-მ, 2005 წლიდან დაიწყო ასეთი ფესტივალების მოწყობა და  შერჩეულ დედაქალაქებში ჩატარებული პროექტის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები



მსგავსი ინფორმაციები