ენტონი ბლინკენი: „თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მასპინძლობით გაიმართოს“
ენტონი ბლინკენი: „თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მასპინძლობით გაიმართოს“
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განისთან გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის გასამართი სამშვიდობო შეთანხმება, თურქეთის მასპინძლობით გაიმართოს.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი, როგორც პრეზიდენ აშრაფ განის, ასევე ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტ, აბდულლაჰ აბდულლას გაუგზავნა.
ბლინკენი თავის წერილში აღნიშნავს: „მომდევნო კვირეებში თურქეთს უნდა ვთხოვოთ სამშვიდობო შეთანხმების დადებას უმასპინძლონ“.
წერილში ასევე იმაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომ აშშ-ს ამ ქვეყნიდან 1 მაისამდე სურს გასვლა მაგრა, ამის შემდეგაც გააგრძელებენ ავღანეთის არმიისადმი მატერიალურ მხარდაჭერას.
წერილში, აშშ-ს პრეზიდენტისგან ჯო ბაიდენისგან აშრაფ განისა და აბდულლაჰ აბდულას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების თხოვნა და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც არის ჩამოთვლილი.
მსგავსი ინფორმაციები
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს
დიმიტრი პესკოვი ბაშარ ასადის თავშესაფართან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს