კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1595647
კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

თეთრი სახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, კამალა ჰარისმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელ-აშშ-ს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, ჰარისმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ი უპირობო ერთგულებას აცხადებს  ისრაელის უსაფრთხოებისადმი რა, ისრაელის მხრიდან ბოლო დროს ისლამურ და არაბულ ქვეყნებთან დაწყებულ ნორმალიზაციის პროცესს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისივე თქმით, იგი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პალესტინის უსაფრთხოებას და მშვიდობას.

სატელეფონო საუბრის დროს მხარეები ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებაც შეთანხმდნენ, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.

ჰარისა და ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.  



მსგავსი ინფორმაციები