ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით პენტაგონმა წერილობითი განცხადება გააკეთა

ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით პენტაგონმა წერილობითი განცხადება გააკეთა

1594815
ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით პენტაგონმა წერილობითი განცხადება გააკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განლაგებული, გუშინ მომხდარ სარაკეტო თავდასახმის დროს ერთი ამერიკელი საკონტრაქტო სამოქალაქო პერსონალი გულის შეტევით გარდაიცვალა.

კირბიმ ერაყში მდებარე ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ბაზაზე თავდასხმა 10 რაკეტით მოხდა, თუმცა რომელიმე ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

„ერთ ამერიკელ სამოქალაქო საკონტრაქტო პერსონალს, თავშესაფარში ყოფნის დროს, გულის შეტევა დაემართა და სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა.“- ნათქვამია განცხადებაში.

მისივე თქმით, ერაყის უსაფრთხოების ძალები რეგიონში იმყოფება და მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

კირბის განცხადებით, მომხდარის დროს ანტი სარაკეტო სისტემები ამოქმედდა და თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ამერიკის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ასტინს, მიაწოდეს.

15 თებერვალს ასევე თავდასხმა მოხდა ერბილის აეროპორტზე, სადაც ამერიკლი სამხედროები არიან განლაგებული და 22 თებერვალს ბაღდათის დაცულ მწვანე ზონაზე.

აშშ-ს არმიამ 26 თებერვალს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების კუთვნილ სირია-ერაყის საზღვრის სირიის მხარეზე მდებარე ბაზაზე მოაწყო საჰაერო თავდახმა, რა დროსაც შეიარაღებული დაჯგუფების ერთი წევრი მოკლა.



მსგავსი ინფორმაციები