გერმანიამ ასადის რეჟიმის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს პატიმრობა მიუსაჯა

გერმანიამ ასადის რეჟიმის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს პატიმრობა მიუსაჯა

1590576
გერმანიამ ასადის რეჟიმის საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს პატიმრობა მიუსაჯა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის სასამართლომ ბაშარ ასადის რეჟიმის  საიდუმლო სამსახურის ყოფილ აგენტს, ეიად ალ გარიბს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ხელშეწყობისთვის 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჰეიკო მასმა გერმანიის სასამართლოს მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება „ისტორიულად“ შეაფასა.

მას, 2011 წელს სირიის ქალაქ დუმაში ჩატარებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ადამიანების დაკავება და იზოლატორში წაყვანა, სადაც ისინი აწამეს, ედება ბრალი.

ცნობისათვის, გერმანიის ქალაქ კობლენცში გამოტანილი განაჩენი პირველია, როდესაც სირიის გარეთ არსებულმა სასამართლომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული წამების ფაქტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა შემთხვევებისთვის პრეცედენტი გახდება.



მსგავსი ინფორმაციები