ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამერიკაში ნახევარ მილიონს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამერიკაში ნახევარ მილიონს გადააჭარბა

1589715
ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამერიკაში ნახევარ მილიონს გადააჭარბა
covid-19.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 496 ათას 900-ს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 112 მილიონ 660 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 88 მილიონ 254 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ეპიცენტრში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 514 ათას 996-ს, ინფიცირებულთა რაოდენობა 28 მილიონ 897 ათას 718-ს გადასცდა.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 548 და დაავადდა 8 ათას 489 ადამიანი. პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმედოვნებს, რომ 21 ივნისს ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის შეზღუდვები შეიძლება მთლიანად მოიხსნას, მაგრამ "გარანტირებული არაფერია".

გერმანიაში, სადაც ეპიდემიის გამო 69 ათას 214 ადამიანი დაიღუპა და 2 მილიონ 405 ათას 263 შემთხვევა დაფიქსირდა, ევროპის საკითხებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა, მაიკლ რუთმა განაცხადა, რომ აუცილებელია ავსტრიისა და ჩეხეთის საზღვრების კონტროლი ქვეყანაში კოვიდ -19-ის მუტირებული სახეობების გავრცელების აღსაკვეთად.

ნიდერლანდებში, ანტიეპიდემიური ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი, რომელიც ძალაში შევიდა 23 იანვარს, 15 მარტამდე გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ შემთხვევათა რიცხვი კვლავ გაიზარდა მუტირებული კოვიდ -19-ის გამო, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში დადიქსირდა და შესაძლო მესამე ტალღა დაიწყო.

ჩილეს ჯანდაცვის მინისტრმა ენრიკე პარისმა განაცხადა, რომ 3 თებერვალს, ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე 3 მილიონ 37 ათას 63 ადამიანია აცრილი. ჩილე, რომელმაც ვაქცინაცია მოსახლეობის დაახლოებით 16 პროცენტს ჩაუტარა ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ვაქცინაციის კამპანიით ლათინურ ამერიკაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა.



მსგავსი ინფორმაციები