შარლ მიშელ-ჰასან როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
შარლ მიშელ-ჰასან როჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ დიპლომატიისთვის სივრცის გახსნა ძალზე მნიშვნელოვანია ირანსა და გლობალურ სახელმწიფოებს შორის ბირთვული შეთანხმების მდგრადობისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშემა, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, მიშელ-როჰანის შირის გამართული სატელეფონო საუბარი, „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის“ (JCPOA) შესახებ აზრების გაცვლა მოხდა, რომელიც ცნობილია როგორც ბირთვული შეთანხმება. ამავე ინფორმაციით მიშელმა სატელეფონო საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მნიშვნელობას ანიჭებს შეთანხმების სრულ განხორციელებას რა, შემაშფოთებელია, რომ ირანმა უარი თქვა ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებებზე.
ირანის ბირთვული შეთანხება
2015 წლის 14 ივლისს, ქალაქ ვენაში, გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა (აშშ, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი), გერმანიამ და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმას“ (JCPOA) ირანის ატომური პროგრამის შესახებ. აღნიშნულ 7 ქვეყანას შორის მოლაპარაკებები 22 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და არაერთხელ ჩაიშალა.