საფრანგეთში სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონი დამტკიცდა

საფრანგეთში სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონი დამტკიცდა

1585084
საფრანგეთში სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონი დამტკიცდა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ სეკულარული ღირებულებების დაცვის კანონპროექტი, რომელიც თითქოს და ისლამისტური ექსტრემიზმის და სეპარატიზმის წინააღმდეგაა მიმართული, პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტის მომხრე  347 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი 151. 65-მა დეპუტატმა  კი თავი შეიკავა. ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა. კანონპროექტით შესაძლებელი ხდება რელიგიური გაერთიანებების დახურვა, რომლებიც ვინმეს მიმართ ძალადობას უბიძგებენ ან დისკრიმინაციას ახდენენ მათი სქესის მიხედვით.

კანონპროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვინც რელიგიური ნიშნით ემუქრება, არღვევს და შეურაცხყოფს საჯარო მოხელეებს, ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და 75 ათასი ევროთი. ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 3 ათასი 750 ევროს რელიგიური გაერთიანებებისათვის, რომლებიც ნათლად არ აცხადებენ 10 ათას ევროზე მეტი შემოწირულობების წყაროს.

კანონპროექტი 3-16 წლის ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულოს ხდის ოფიციალური განათლების მიღებას, მაგრამ ჯანმრთელობისა და განსაკუთრებული შემთხვევების შემთხვევაში მთავრობის ნებართვით ისინი გათავისუფებული იქნებიან ამ ვალდებულებებისგან.

კანონპროექტის, რომლის განხილვაც სენატში 30 მარტიდან იგეგმება, სავარაუდოდ ხელმეორედ დაბრუნდება ეროვნულ ასამბლეაში.



მსგავსი ინფორმაციები