ეთიოპია „თურქეთის შუამავლობას“ მიესალმება

ეთიოპია „თურქეთის შუამავლობას“ მიესალმება

1585283
ეთიოპია „თურქეთის შუამავლობას“ მიესალმება

ეთიოპიამ განაცხადა, რომ სუდანთან არსებული საზღვრის პრობლემის მოგვარების საკითხში, თურქეთის შუამავლობას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ განცხადება, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფმა ეთიოპიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დინა მუფთიმ განაცხადა. მისი თქმით, ისინი ფაშკას რეგიონში არსებული სასაზღვრო ზოლის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრენი არიან რა, ამ კონტექსტში თურქეთის შუამავლობას მიესალმებიან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ცნობისათვის, თურქეთმა და ეთიოპიამ მიმდინარე წლის 15 თებერვალს დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 125-ე  წელი აღნიშნეს. ამის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და თავისმა ეთიოპიელმა კოლეგამ, დემეკე მეკონენმა ანკარაში, ეთიოპიის ახალი საელჩოს შენობა  ერთად გახსნეს.


საკვანძო სიტყვები: #შუამდგომლობა , #თურქეთი , #ეთიოპია

მსგავსი ინფორმაციები