სომალი გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს
გაეროს ცნობით, დახმარებას ელის 6 მილიონამდე სომალელი

გაერომ განაცხადა, რომ 5,9 მილიონი სომალელისათვის დახმარების აღმოსაჩენად 1 მილიარდი დოლარი ესაჭიროებათ. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო ოფისის (OCHA) მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში, წყალდიდობის, გვალვის, კალიების შემოსევისა და კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად 2,7 მილიონი ადამიანი დგას შიმშილის რისკის პირისპირ. ამავე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2.6 მილიონი სომალელი კი სტიქიური უბედურებებისა და კონფლიქტების გამო იძულებით გადაადგილებული შეიქნა და ამიტომ მთლიანობაში წელს, 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 5.9 მილიონ ადამიანს. გაერომ და მისმა პარტნიორებმა სომალიში გასულ წელს 820 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოები ჩაატარეს
მსგავსი ინფორმაციები

დენის შმიგალი: „უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარია საჭირო“
დენის შმიგალი: „უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 750 მილიარდი დოლარია საჭირო“