სამგზავრო ავტობუსი წყლის არხში ჩავარდა

დაიღუპა 40 მგზავრი

1584639
სამგზავრო ავტობუსი წყლის არხში ჩავარდა

 

ინდური პრესის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მადია-პრადეშის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსის წყლის არხში ჩავარდნის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მგზავრი კი უვნებლად გადარჩა. ამავე ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც სულ 46 მგზავრი იმყოფებოდა, მადია-პრადეშის ოლქის სიდჰის რაიონის სოფელ პატნას მახლობლად მდებარე ხიდიდან წყლის არხში ჩავარდა და პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. ინდოეთში ყოველწლიურად 100000-ზე მეტი ადამიანი იღუპება საგზაო შემთხვევების შედეგად, რომლებიც ძირითადა გამოწვეულია ცუდი გზებით, ძველი მანქანებით და  მძღოლების დაუდევრობით



მსგავსი ინფორმაციები