ბაიდენის ადმინისტრაცია თეირანს შეურიგდება?

”ამჟამად ბურთი ირანის მოედანზეა” და პირველი დარტყმაც მას ეკუთვნის

1579972
ბაიდენის ადმინისტრაცია თეირანს შეურიგდება?

აშშ-ის თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, ჯენ პსაკიმ, ყოველდღიურ ბრიფინგზე შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას ირანის მიმართ და თქვა, რომ თუ ირანი დაუბრუნდება ბირთვული შეთანხმების პირობებს, იგივეს გააკეთებს მისი ქვეყანაც. ”ხსენებული ბირთვული გარიგებიდან, ჩვენამდე არსებული ადმინისტრაცია გამოვიდა. პრეზიდენტ ბაიდენის მიდგომა კი ბირთვულ შეთანხმებასთან მიმართებაში ისეთივეა, როგორც ეს იყო ადრე: “თუ ირანი სრულად დაუბრუნდება JCPOA–ს შეთანხმებას და შეასრულებს მისით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ ამერიკაც დაუბრუნდება ამ გარიგებას“- განაცხადა პსაკიმ. მანვე უპასუხა კითხვას ბირთვული შეთანხმების პროცესზე მოლაპარაკებების ახლიდან დაწყების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ამჟამად ბურთი ირანის მოედანზეა” და პირველი დარტყმაც მას ეკუთვნის.



მსგავსი ინფორმაციები