ბორელი: "რუსეთს არ სურს გამოიყენოს ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა"

ბორელი: "რუსეთს არ სურს გამოიყენოს ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა"

1579064
ბორელი: "რუსეთს არ სურს გამოიყენოს ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა"

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ რუსეთს არ სურს ისარგებლოს ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგით და ამ ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მიანიაშნა.

ჯოზეფ ბორელმა თავის ბოლო, 4–6 თებერვალს მოსკოვში ვიზიტის შესახებ გაკეთებულ წერილობით შეფასებაში აღნიშნა, რომ მან განიხილა ევროკავშირ – რუსეთის „შემაშფოთებელი“ ურთიერთობები და  დემონტრაციების შემდეგ (რუსი ოპოზიციონერის) ალექსეი ნავალნის და მისი მხარდამჭეების დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესებული კავშირები.

ბორელმა აღნიშნა, რომ მას სურდა მარტის ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ვიზიტის დროს განეხილა ურთიერთობების სწრაფი გაუარესება და დაამატა:

”ჩემი ვიზიტის დროს აგრესიულად ორგანიზებული პრესკონფერენცია და ევროკავშირის ქვეყნების 3 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს გამოიყენოს ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ ასევე სამწუხაროა რუსეთის სტრატეგიული ხედვის კითხითაც”.

ბორელმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი და რუსეთი ვერ შეთანხმდნენ ბევრ საკითხში, როგორიცაა ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, სირია და ლიბია.
მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვალს გასამართ შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ.

”როგორც ყოველთვის, გადასადგმელ ნაბიჯებს წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტენ და ეს შეიძლება შეიცავდეს სანქციებსაც.”- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.



მსგავსი ინფორმაციები