გებრეიუსმა პირველად გაავრცელა იმედიანი განცხადება

ზედიზედ მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს

1575755
გებრეიუსმა პირველად  გაავრცელა იმედიანი განცხადება

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა, ჟენევაში გამართულ ვიდეო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, უკვე ზედიზედ მესამე კვირაა, რაც ზოგადად მთელს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს და კლების ეს ტენდენცია იმის მაჩვენებელია, რომ პანდემიისაც და ახალი შტამების კონტროლიც შესაძლებელია. ”თუ ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამჟამინდელი დადასტურებული ზომების განხორციელებას კვლავ გავაგრძელებთ, დიდი ალბათობით ინფექციების პრევენციაც და სიცოცხლის გადარჩენაც შეგვეძლება,”- ხაზგასმით განაცხადა გებრეიუსმა. მისივე აზრით, მთავრობებმა გასულ წელს მიღებული საკარანტინო ზომები ნაადრევად მოხსნეს, რის შედეგადაც "ვირუსი კიდევ უფრო ძლიერი გახდა," ამიტომაც მან მთავრობები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის ვაქცინების გამოყენება უკვე დაიწყო, საკარანტინო ზომები კვლავ ნაადრევად არ დაასრულონ.



მსგავსი ინფორმაციები