ავსტრალიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ავსტრალიაში, დაახლოებით 30 სახლი განადგურდა ხანძრის შედეგად, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქ პერტის პერიფერიაში მდებარე დაბებს

1576003
ავსტრალიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ავსტრალიაში, დაახლოებით 30 სახლი განადგურდა ხანძრის შედეგად, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლეთ ავსტრალიის შტატის დედაქალაქ პერტის პერიფერიაში მდებარე დაბებს.

ავსტრალიის სამაუწყებლო ორგანოს ინფორმაციის თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრები, რომლებზე ორი დღეა კონტროლის დამყარება ვერ ხერხდება და რომელიც დაახლოებით 4 ათასი ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული, დროდადრო ქარის მიმართულების ცვლილების გამო საფრთხეს უქმნის ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებს.

დედაქალაქ პერტის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სვენის მერმა, კევინ ბეილიმ განაცხადა: ”ქონების მნიშვნელოვანი დანაკარგი არსებობს, ჩვენ მხოლოდ ველოდებით ციფრების დადასტურებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ, სავარაუდოდ, 30-ზე მეტი სახლი განადგურდა.“

აღინიშნა, რომ 250 მეხანძრე ცდილობს ხანძარზე კონტროლის დამყარებას, ხოლო ქარმა, რომელმაც მიმართულება შეიცვალა და ცეცხლი სამხრეთ-დასავლეთისკენ მიაქცია, ცეცხლის ხაზზე ჩააყენა ქალაქი გიჯგენგანპი, რომლის მოსახლეობაც 3 ათასია.

დაბების გიჯგეგანპისა და ბულსბროკის მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ უკვე გვიანია მათი სახლების დატოვება და ამის გამო გარეთ გასვლამ შეიძლება ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

ხანძრის საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილებია: ვაინესი, ბეილაპი, ელენბრუკი, გიჯგეგანპი, მილენდონი, ვალიუნგას ეროვნული პარკი, აპერ სვენი, აველი, ეივონის ხეობის ეროვნული პარკი, ვუნდოვი, რედ ჰილი, ბელჰუსი, ბასკერვილი, ჰერნ ჰილი, ბულსბროკი, ვოროლოუ და ბრიგედონი.

ავსტრალიაში 2019 წლის სექტემბერში დაწყებული და 2020 წლის მარტამდე გაგრძელებული არნახული მასშტაბების ტყის ხანძრების პირდაპირი გავლენის შედეგად 34 ადამიანი, კვამლის მსგავსი მომწამვლელი გავლენის შედეგად კი 445 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ისტორიაში "შავი ზაფხულის" სახელით შესული ხანძრისგან განადგურებულ 18 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზე დაიწვა 3 ათას 500 სახლი, 5 ათას 852 შენობა და უამრავი ცხოველი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #სახლი , #ტყე , #ხანძარი , #ავსტრალია

მსგავსი ინფორმაციები