მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სია გამოქვეყნდა

მას კვლავ აბუ-დაბი მეთავეობს

1573603
მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სია გამოქვეყნდა

თურქეთის ქალაქი ესკიშეჰირი, რომელიც ანკარასა და სტამბოლს შორის მდებარეობს, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 10 ქალაქს შორის მოხვდა. საერთაშორისო კვლევითი კომპანიის, Numbeo-ს  მიერ გამოკვლეული ყოველწლიური უსაფრთხო ქალაქების ანგარიშის მიხედვით, რომელშიც სულ 431 ქალაქის დანაშაულის მაჩვენებელია შეჯამებული, ყველაზე უსაფრთხო ქალაქად, არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ-დაბია ნაჩვენები და ამით ეს ქალაქი ზედიზედ მეხუთედ გახდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, რადგან, ნუმბეოს უსაფრთხოების ინდექსით მან, 100-დან 88,46 ქულა მოაგროვა. მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქში მე-8 ადგილი, 82,42 ქულით ესკიშეჰირმა დაიკავა, ხოლო ანტალია 72,83 ქულით 61-ე ადგილზე მოხვდა. მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სია კი ასე გამოიყურება:

1. აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი

2. დოჰა, კატარის დედაქალაქი

3. ტაიპეი, ტაივანის დედაქალაქი

4. კვებეკი, კანადა

5. ციურიხი, შვეიცარია

6. შარჯა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროები

7. დუბაი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროები

8. ესკისეჰირი, თურქეთი

9.მიუნხენი, გერმანია

10. ტრიესტი, იტალია

დანაშაულის ინდექსის მიხედვით, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასი, რომელიც წლების განმავლობაში ითვლება ყველაზე ძალადობრივ ქალაქად, 84,68 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა



მსგავსი ინფორმაციები