გუშინ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა
გუშინ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გაკეთდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე თურქეთის სამხრეთით მოსაზღვრე მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული ტერორისტული ორგანიზაციების, რომლებიც რეგიონში არასტაბილურობის მთავარო წყაროა, არსებობის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.
”საკითხში ჩართულ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს მოვუწოდებთ, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები.”- აღნისნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ ეგეოსის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და კვიპროსის საკითხების გადაწყვეტაში ყველა პლატფორმაზე თურქეთის პრიორიტეტი დიპლომატია და დიალოგია.
განცხადებაში აღნიშნულია: ”კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და ხელშეკრულებებიდან.“
განცხადებაში ასევე სომალის თაოსნობით აფრიკაში და სხვადასხვა რეგიონში მომხდარი ტერორი და ძალადობა დაგმობილია და ხაზგასმით აღინიშნულია, რომ თურქეთი გააგრძელებს მშვიდობისათვის მისი პასუხისმგებლობის შესრულებას.