აშშ-ის სენატმა, ფინანსთა მინისტრად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა
ქვეყანაში ფინანსთა მინისტრად პირველად დაინიშნა ქალი
1571956

აშშ-ის სენატმა, ჯო ბაიდენის მხრიდან სახაზინო მინისტრის კანდიდატად წარდგენილი ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა და ისიც ფიცი დადების შემდეგ მოვალეობის შესრულებას შეუდგა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იელენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის თანხლებით ფიცი დადო როგორც 78-ე ფინანსთა მინისტრმა და როგორც ქვეყნის ისტორიაში პირველმა ფინანსთა მინისტრმა ქალმა. იელენი, როგორც მეტად გამოცდილი ეკონომისტი, 2014 წელს გახდა აშშ-ის ფედერალური ბანკის პირველი პრეზიდენტი ქალი. სხვათაშორის, იელენის კანცელარიის უფროსს თურქი წარმოშობის დიდემ ნიშანჩი წარმოადგენს
მსგავსი ინფორმაციები

კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
კამალა ჰარის-ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა