ტუნისში დემონსტრაციებში მონაწილე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
ტუნისში დემონსტრაციებში მონაწილე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

ტუნისში, სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო გასული კვირის ბოლოდონ მოყოლებული მიმდინარე დემონსტრაციებში მონაწილე ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ტუნისის ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბესამ იტრიფი, დედაქალაქში, ტუნისის ჟურნალისტთა კავშირის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ტუნისში უსაფრთხოების ძალებმა ბოლო დემონსტრაციების დროს დააკავეს ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ნახევარი მაინც ბავშვია (18 წლამდე). მისივე თქმით, სამართალდამცველები დაკავებულების მიმართ არასათანადო ძალას იყენებენ.
ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიამ, რომელმაც დაამძიმა სოციალურ-ეკონომიკური პირობები გლობალური მასშტაბით, ასევე დიდი გავლენა მოახდინა ტუნისის ცხოვრების პირობებზეც.
მსგავსი ინფორმაციები

განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით
განაში ყოველ საათში ერთი ადამიანი იღუპება ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებით