აქტუალური თემის ანალიზი 56

აშშ ძველ პოლიტიკას უბრუნდება?

1568563
აქტუალური თემის ანალიზი 56

აქტუალური თემის ანალიზი 56

აშშ ძველ პოლიტიკას უბრუნდება?

უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის დირექტორი, მურათ იეშილთაში

 

20 იანვრიდან დაწყებული ე.ი. ინაუგურაციის დასრულების კვალდაკვალ, ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ის რიგით 46-ე პრეზიდენტი. ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ხმის მიმღები დემოკრატი კანდიდატი და თუ როგორ პოლიტიკას წარმართავს, ამას მომავალი გიჩვენებს. 

როგორც ვარაუდობდნენ ანალიტიკოსები ისე მოხდა, ნოემბრიდან იანვრამდე აშშ-ში ქაოტურმა პერიოდმა დაისადგურა. მართალია არსებობდა მოლოდინი, რომ ტრამპი მშვიდობიანად არ გადასცემდა ბაიდენს პრეზიდენტობას, მაგრამ ის, რაც სინამდვილეში მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა. 6 იანვარს, პირველად ამერიკის ისტორიაში, ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს იგი, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა. ამით მიწასთან გასწორდა აშშ–ის ისედაც გაუარესებული იმიჯი მთელს მსოფლიოში. ამ სისხლიანი დარბევის შემდეგ მეორედ ჩატარდა კენჭისყრა ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე. სამწუხაროდ, აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი შეესწრო ისეთ სცენებს, რომელთა ნახვასაც მიჩვეული ვიყავით ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. შემდგომი სისხლისღვრის შეჩერების მიზნით 25000-ზე მეტმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ბარიკადები მოაწყო დედაქალაქის ქუჩებში და მოედნებზე, ხოლო ამის პარალელურად კონგრესის შენობის შიგნითაც განთავსდნენ. აი ეს ყველაფერი კი ხდებოდა იმ დროს, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო აშშ-ში დაღუპულთა რიცხვი ყოვედღიურად 4000 აჭარბებდა. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბაიდენმა ტრამპისაგან ნანგრევები გადმოიბარა. აქედან გამომდინარე ლოგიკური კითხვა ისმება: რა ტიპის ამერიკის შენება სურს ახალ პრეზიდენტს?

ბაიდენისა და მისი გუნდის პასუხი ამ კითხვაზე ძალიან ნათელია, რამეთუ ახალმა პრეზიდენტმა პირველსავე განცხადებაში თქვა, რომ ”ამერიკა უკან ბრუნდება”. ეს განცხადება ბევრმა ისე გაიგო, როგორც ჩარჩო, რომელიც ღიად აჩვენებს ბაიდენის გაგებას საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მართლაცდა, რას ნიშნავს ამერიკის უკან დაბრუნება? ამ მიდგომის პირველი საყრდენი, რომელიც ასახავს ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ ჩარჩოს, ალბათ არის ამერიკის მხრიდან თავისი ლიდერობის აღდგენა მთელს მსოფლიოში. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ამტკიცებს, რომ თუ აშშ-ი არ უხელმძღვანელებს გლობალურ სისტემას, მაშინ მისი მხრიდან დატოვებულ სიცარიელეს ავტორიტარული ძალები შეავსებენ და ეს ვითარება საერთაშორისო სისტემის არასტაბილურობას გამოიწვევს. ბაიდენიც ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკაში მან ჯერ ამერიკის ლიდერობა უნდა აღადგინოს. ამ ლიდერობას კი ორი მნიშვნელოვანი ქვე-კომპონენტი გააჩნია. ამათგან პირველია აშშ-ის დაზიანებული იმიჯის აღდგენა, ხოლო მეორე კი, ჩინეთისა და რუსეთის საწინააღმდეგოდ ძლიერი ლიდერის პოზიციაზე დაბრუნება.

ბაიდენის მეორე პრიორიტეტი კი არის საერთაშორისო ინსტიტუტებში მისი ქვეყნის მნიშვნელობის ახლიდან გაზრდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპის ეპოქაში შეერთებულ შტატებს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ისეთ დომინანტ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორებიც არის გაერო, ნატო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ამიტომაც ბაიდენის საგარეო პოლიტიკა ძირითადად დაემყარება ჯერ ამ საერთაშორისო ინსტიტუტების როლის განმტკიცებას და შემდეგ მათი მეშვეობით ამერიკის ლიდერობის აღდგენას. ამ კონტექსტში შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ბაიდენის ეპოქაში მულტილატერალიზმს მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში.

ბაიდენის მესამე პრიორიტეტი იქნება ისეთი ახალი რეგულაციების შემუშავება, რომელიც დაუბრუნებს ამერიკას ლიდერობას გლობალურ ეკონომიკაში. აქ კი შეიძლება გაგვახსენდეს ტრამპის ეპოქაში მომხდარი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომები. მოკლედ, ამჟამად სავსებით ნათელია, რომ ბაიდენი ჩინეთს მხოლოდ კონკურენტად ხედავს, ე.ი. იგი პეკინს არც ტრამპივით უყურებს და არც რესპუბლიკელებივით. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის სალივანის თქმით, ამჟამად ”ჩინეთთან თანაარსებობის” ფორმულა წარმოადგენს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის მთავარ ღერძს, ე.ი. ბაიდენს შეუძლია ჩინეთის მორჯულების პოლიტიკის გატარება მასთან კომპრომისებით და არა ბრძოლით. მაგრამ ბაიდენის ეკონომიკური პრობლემა მხოლოდ ჩინეთი არ არის. რამეთუ, კორონას ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარება, როგორც ჩანს, ბაიდენის ეკონომიკურ პოლიტიკასაც საკმარისად გადატვირთავს.

ბაიდენის მეოთხე პრიორიტეტი კი იქნება ლიბერალური წესრიგის აღდგენა საერთაშორისო სამართლისა და წესების საფუძველზე. ამ კონტექსტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ნორმების აღდგენის გზით შეიძლება ბაიდენმა განსაზღვროს ისეთი პოლიტიკაც, რომლითაც შეეცდება ამერიკის ლიდერობის იმიჯის ხელახლა აღდგენას. ეს მიზანი კი მოითხოვს, რომ აშშ–მა შეიმუშაოს  გლობალური წესების შესახებ ახალი რეგულაციები, რომლებითაც გლობალურ სისტემას გააცოცხლებს და ამისათვის აშშ-ს უფრო მეტი მოკავშირე დასჭირდება. ასე რომ, კითხვას, შეეძლება თუ არა ამ ოთხ პრიორიტეტს აშშ-ის საერთაშორისო სისტემაში დაბრუნება, ძალზე მნიშვნელოვანია. ტრამპისგან გადმობარებული ნანგრევები და მსოფლიო პოლიტიკის ცვალებადი ხასიათი აჩვენებს, რომ ამის რეალიზება ბაიდენისთვის ძალზე ძნელი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები