აფეთქება სასულიერო პირების საერთო საცხოვრებელში

დაიღუპა 3, დაშავდა 10 კაცი

1567987
აფეთქება სასულიერო პირების საერთო საცხოვრებელში

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა, რაც გამოიწვია ბუნებრივი გაზის გაჟონვამ და პირველადი ინფორმაციებით, სამი კაცი დაიღუპა, 10 დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმედ, ხოლო ერთი კი დაკარგულად არის გამოცხადებული. ადგილობრივი უფლებამოსილების, სახანძრო და სამოქალაქო დაცვის ჯგუფების და თვითმხილველთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება მოხდა შენობაში ბუნებრივი გაზის სისტემის სარემონტო სამუშაოების დროს. ცნობილი გახდა, რომ ეს შენობა ეკუთვნის ლა პალომას ეკლესიას და წარმოადგენს სასულიერო პირების თავშეყრის ადგილს და მათ საერთო საცხოვრებელს. მადრიდის გუბერნატორმა ხოსე მანუელ ფრანკო პარდომ თქვა, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპნენ 85 წლის ქალი და ორი მამაკაცი, ბუნებრივი გაზის სისტემაში სარემონტო საქმიანობის მწარმოებელი ხელოსანი დაკარგულად არის გამოცხადებული, ხოლო ამის პარალელურად 6 სართულიანი შენობა მძიმედ დაზიანდა.



მსგავსი ინფორმაციები