აქტუალური თემის ანალიზი 55

რუსეთის ლიბიური პოლიტიკა

1564273
აქტუალური თემის ანალიზი 55

 

 

გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ლიბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც ჩრდილოეთ აფრიკის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და სამხრეთ ევროპის კონტექსტში, ასევე ძალიან მდიდარი ქვეყანაა ენერგორესურსების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში რეგიონულ და გლობალურ სახელმწიფოებსაც სურთ იყვნენ ეფექტურნი ლიბიაში მიმდინარე ძალაუფლებისათვის ბრძოლაში და აქტიური მონაწილეობაც მიიღონ ქეყნის მომავლის ფორმირებაში. ასეთ ქეყნებს შორის კი წინა პლანზე გამოდის რუსეთი. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ  საგარეო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის, სეტას მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

მართალია 2011 წლამდე, ე.ი. კადაფის დამხობამდე ლიბია სოციალისტური ბანაკის ქვეყანას წარმოადგენდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა მოსკოვისგან სრულიად დამოუკიდებელ პოლიტიკას მისდევდა. ათწლეულების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ღრმა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები სუფევდა, რომელიც ღრმა სამხედრო თანამშრომლობასაც მოიცავდა. ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1990-იანი წლების დასაწყისში, კონკრეტულად კი სსრკ-ს დაშლის შემდეგ, როცა რუსეთიც ჩაერთო ლიბიის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში და რუსეთ-ლიბიის თანამშრომლობაც დასრულდა. ამასთან, რუსეთი, რომელმაც პუტინის ხელმძღვანელობით გაძლიერება დაიწყო, მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზს ახლიდან დაუბრუნდა და ლიბიასთან ურთიერთობაც აღადგინა. მათ ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან კონტრაქტებს როგორც სამხედრო, ასევე ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროებში რა, ასე გაგრძელდა ე.წ. არაბულ რევოლუციამდე, რომელიც 2011 წელში მოხდა და მას შემდეგ ქვეყანაში ქაოსი და გაურკვევლობა გრძელდება, რადგან, ლიბიის შიდა პოლიტიკაში ჩაერია მრავალი ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ნატოს მხარდაჭერით ლიბიის ოპოზიციამ კადდაფის რეჟიმი დაამხო, მას შემდეგ რუსეთი ამ ქვეყანაში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა

ასე რომ რუსეთი, კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ მაყურებლის როლში რჩებოდა ლიბიაში მიმდინარე შიდა კონფლიქტებში და მხოლოდ 2017 წლიდან, ქვეყანაში ძალაუფლების ვაკუუმის გაჩენის შსემდეგ, კვლავ დაიწყო აქტიურობა. რუსეთი საკმარისად დაუახლოვდა მეამბოხე გენერალ ჰალიფე ჰაფტერს და მის მხარდასაჭერად მიავლინა Wagner-ის სახელწოდების დაქირავებული სამხედრო ძალები, რის წყალობითაც გენერალმა კონტროლი დაამყარა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც, ხოლო ამის პარალელურად მოსკოვმა ლიბიის ოპოზიციის მხარდამჭერ არაბთა გაერთიანებული საემიროებთანაც აქტიური სამხედრო თანამშრომლობა დაიწყო.

დღეს, რუსეთის მიერ ლიბიაში წარმოებული პოლიტიკა ოფიციალურად მიზნად ისახავს გაეროს მხრიდან აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის (UMH) და ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვი ცდილობს "ნეიტრალური არბიტრის" როლის შესრულებას და თავს ისე აჩვენებს, როგორც ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის დიდი დამცველი. თუმცა, ადგილზე სიტუაცია საპირისპიროს აჩვენებს. ცნობილია, რომ მოსკოვი არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამხედრო დახმარებას უწევს ჰაფტერის არმიას. რუსული იარაღი ხშირად ჩანს LNA–ს მებრძოლების ხელში და რუსი დაქირავებული სამხედროები ხშირად ჩანან სხვადასხვა კონფლიქტის ზონებში. მიუხედავად ამისა, კრემლი აგრძელებს უარყოფს როგორც რუს დაქირავებულთა ლიბიაში არსებობას, ასევე გენერლისათვის იარაღის მიყიდვასაც.

მოკლედ, ბოლო წლებში მოსკოვმა ლიბიის პოლიტიკაში  "არატრადიციული მეთოდები", ე.ი. “დაქირავებული პირები“ და “საკონტაქტო ჯგუფის“ ტენდენცია გამოიყენა. ამ კონტექსტში, ლიბიაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის კურსს აყალიბებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის წარმომადგენლის როლს ასრულებს. გარდა ამისა, რამზან კადიროვი თავის კონსულტანტებთან, ადამ დელიმხანოვთან და ლევ დენგოვთან ერთად ქმნის ლიბიის რუსეთის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც შეიქმნა 2015 წელს.

ასე თუ ისე, რუსეთმა ისარგებლა ლიბიაში ძალაუფლების ვაკუუმით და ეფექტური თამაში დაიწყო. მან აქტიური სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინა მეამბოხე გენერალს, ხოლო ამის პარალელურად ურთიერთობები განავიტარა კადდაფის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით მის ვაჟ სეიფულისლამთან.  მანვე ვაგნერის ჯგუფი მიავლინა ქვეყანას და ხშირი თანამშრომლობა დაიწყო გენერლის მხარდამჭერ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე. ამჟამინდელ კონიუნქტურაში მოსკოვს პირველ რიგში სურს შეინარჩუნოს შესაბამისი გავლენა ლიბიაში. გარდა ამისა, რუსეთის ერთ-ერთი მიზანია, გახდეს ეფექტური მოთამაშე ხმელთაშუაზღვის ენერგიის ბაზარზე შესაფერისი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნით და ამ საქმეში აქტიურად გამოიყენოს ცნობილი რუსული ენერგეტიკული კომპანიები "როსნეფტი", "ტატნეფტი" და "გაზპრომი".

უფრო მეტიც, ლიბიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მოსკოვის მონაწილეობა განისაზღვრება მისი პოლიტიკური მიღწევების მოპოვების სურვილით, რაც სტაბილურს გახდის მის ყოფნას ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, მოსკოვი მიზნად ისახავს გააფართოოს თავისი ყოფნა თვით აფრიკის კონტინენტზეც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში. ამრიგად, ენერგეტიკით მდიდარმა ლიბიამ, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაზე ყველაზე გრძელი სანაპირო აქვს რეგიონში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მტკიცე ადგილი დაიკავა. ეკონომიკური მნიშვნელობის მიუხედავად, ლიბიის კონფლიქტის მოგვარება მოსკოვისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის. ამის მიუხედავად რუსეთი, ლიბიის კრიზისში მონაწილეობით მიზნად ისახავს თავის ზეგავლენა უჩვენოს სხვა რეგიონალურ მოთამაშეებს, წერს საგარეო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის, სეტას მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები