მალიში ტერაქტის შედეგად გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო დაიღუპა

მალიში ტერაქტის შედეგად გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო დაიღუპა

1563484
მალიში ტერაქტის შედეგად გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო დაიღუპა

მალის ტიმბუქტუს რეგიონში ტერაქტის შედეგად გაეროს სამშვიდობო ძალის 3 სამხედრო დაიღუპა და 6 დაშავდა.

გაეროს მალის მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილურობის მისიის (MINUSMA) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ტიმბუქტუ-დოუნცასს მიმართულებით.

განცხადების მიხედვით, თავდასხმის შედეგად 3 სამშვიდობო დაიღუპა და 6 კი დაიჭრა.

გაეროს მალის მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილურობის მისიის თავმჯდომარემ, მაჰამატ სალეჰ ანადიფმა, მკაცრად დაგმო სამშვიდობოებზე განხორციელებული თავდასხმა.

MINUSMA მალიში 2013 წლიდან ფუნქიონირებს და დღემდე მისი 230 წევრი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #მალი

მსგავსი ინფორმაციები