ჩიკაგოში შეიარაღებულმა პირმა 5 კაცი მოკლა
თავდამსხმელი, ადრე რამდენჯერმე ნასამართლევი ყოფილა
აშშ–ის ქალაქ ჩიკაგოში, ერთმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში ცეცხლი გაუხსნა მომხვდურებს და დაჭრილი 7 ადამიანიდან 5 დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა ჩიკაგოს პოლიციამ და ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღებული პირის, რომელსაც ჯეისონ ნაითენგალე ჰქვია, ცეხლის გახსნის შედეგადა დაზარალებულთა შორის არიან უნივერსიტეტის სტუდენტი, რესტორნის თანამშრომელი და დაცვის ორი თანამშრომელი ქალი. ამავე ინფორმაციით პოლიციამ შესძლო თავდამსხმელის გაუვნებელყოფა. 32 წლის თავდამსხმელი 2005 წლის აქეთ რამდენჯერმე დაპატიმრებულა და ასევე მის მიმართ რამდენჯერმე სისლისს სამართლის საქმე გახსნილა ისეთი ბრალდებებით, როგორებიცაა "იარაღის შენახვა-ტარებისა და ნარკომანიის კანონების დარღვევა, ქურდობა, სასიკვდილო იარაღით თავდასხმა, არასათანადო ქცევა და ოჯახური ძალადობა".