საუდის არაბეთსა და კატარს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა

საუდის არაბეთსა და კატარს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა

1558218
საუდის არაბეთსა და კატარს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა

საუდის არაბეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭოთი, კატართან არსებული ყოველგვარი პრობლემური საკითხი მოგვარდა და დიპლომატიური ურთიერთობები ხელახლა დამყარდა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ბინ ფაჰრან ალ საუდმა გუშინ გამართულ ყურის 41-ე თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნებმა, რომლებიც კატარს ემბარგო დაუწესეს, აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები დოჰასთან და მოხსნეს ემბარგო.

ბინ ფაჰრანმა და ყურის თანამშრომლობის გენერალურმა მდივანმა ნაიფ ალ-ჰაჯრაფმა სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც სამიტის დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათივე განცხადებით, სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყურის ქვეყნები შიდა საქმიანობებში ჩარევისგან თავს შორს დაიჭერენ. პრესკონფერენციაზე საუდის არაბეთის სგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კატარის მიმართ დაწესებული ემბარგო მოიხსნა და ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.


საკვანძო სიტყვები: #კატარი , #საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები