ამერიკული  ავიამზიდი „USS Nimitz“  ახლო აღმოსავლეთში რჩება

ამერიკული  ავიამზიდი „USS Nimitz“  ახლო აღმოსავლეთში რჩება

1556974
ამერიკული  ავიამზიდი „USS Nimitz“  ახლო აღმოსავლეთში რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ სუპერ ავიამზიდი „USS Nimitz“ შესაძლო ირანის თავდასხმის თავიდან ასაცილებლლად ახლო აღმოსავლეთში დარჩეს. მანამდის კი ისინი აცხადებდნენ, რომ რეგიონიდან მის გაყვანას გეგმავდნენ.

აღნიშნულის შესახებ, აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კრისტოფერ მილერი საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რომელშიც ნათქვამია:  „ირანის ლიდერების, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აშშ-ს სხვა ოფიციალური პირების მიმართ მუქარის გამო ავიამზიდის „USS Nimitz“ რუტინული საქმიანობების შეჩერების და რეგიონში (ახლო აღმოსავლეთში) დარჩენის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.“

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მხრიდან გსაულ წელს, (3 იანვარი) ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალის ყასემ სოლაიმანის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით ვაშინქტონი, რეგიონში, ამერიკულ შენაერთებზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად შესაბამის მზადყოფნაში იმყოფება.

ცნობისათვის, 2020 წლის 3 იანვარს, დილის საათებში ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ საჰაერო შეტევის სამიზნე ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი გახდა. ავიაიერიშზე პასუხისმგებლობა პენტაგონმა აიღო.



მსგავსი ინფორმაციები