მალიში საფრანგეთის ჯარებზე თავდასხმა განხორციელდა
მალიში საფრანგეთის ჯარებზე თავდასხმა განხორციელდა
1553617
მალიში მოვალეობის შემსრულებელ საფრანგეთის ჯარებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 3 ფრანგი სამხედრო დაიღუპა. ელისეის სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალიში სოფელ, ომბორის მიდამოში ჯავშანმანქანაში დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მათი სამი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტმა მაკრონმა კი მომხდარის გამო დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
ცნობისათვის, ბარხანის ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 2014 წელს დაიწყო, საფრანგეთმა 5,100 ჯარისკაცი განათავსა საჰელის რეგიონში ანუ მავრიტანიაში, მალიში, ბურკინა ფასოში, ნიგერსა და ჩადში.