უნგრეთი თურქეთიდან 40 ერთეულ 4x4 ჯავშანმანქანას შეიძენს

უნგრეთი თურქეთიდან 40 ერთეულ 4x4 ჯავშანმანქანას შეიძენს

1551293
უნგრეთი თურქეთიდან 40 ერთეულ 4x4 ჯავშანმანქანას შეიძენს

უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასპარ მაროთმა განაცხადა, რომ მისმა  ქვეყანამ თურქეთს 40 ერთეული 4x4 ჯავშანმანქანის შეძენის შეკვეთა უკვე მისცა. მან აღნიშნულის შესახებ, უნგრეთის ახალი ამბების სააგენტოსთან (MTI) ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არმიის კიდევ 300 ჯავშანმანქანით გაძლიერების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც თურქეთიდან ადგილობრივი წარმოების  40 ერთეული 4x4 ჯავშანმანქანის შეძენის შეკვეთა უკვე მისცეს. უნგრეთი მსოფლიოში მე-6  და ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელმაც აირჩია თურქული წარმოების „ეჯდერ იალჩინი“-ს სახელწოდების ჯავშანმანქანა  უსაფრთხოების ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.



მსგავსი ინფორმაციები