პუტინმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღის საკითხი განიხილეს

პუტინმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღის საკითხი განიხილეს

1550406
პუტინმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინ-მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხლეს. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში ვითარება სტაბილურია და 10 ნოემბრის შეთანხმებებს, რომლებსაც რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიაღწიეს, უმეტეს შემთხვევაში იცავენ. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს  ასევე დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა მთიანი ყარაბაღის საკითხების მოგვარების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით შემდგომი კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები, სირიის და ლიბიის საკითხებიც განიხილეს.


საკვანძო სიტყვები: #ყარაბაღი , #მთიანი , #მაკრონი , #პუტინი

მსგავსი ინფორმაციები