2020 წელში მსოფლიო მოსახლეობა 82,3 მილიონით გაიზარდა
2020 წელში მსოფლიო მოსახლეობა 82,3 მილიონით გაიზარდა

2020 წელში მსოფლიოს მოსახლეობა 7.837 მილიარდი გახდა. გერმანიის მსოფლიო მოსახლეობის ფონდის (DSW) მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა, რომელიც 2020 წელს 82,3 მილიონით გაიზარდა, 2021 წელს შევა 7 მილიარდ 837 მილიონი ადამიანით.
„სამყარო რომ ყოფილიყო 100 მცხოვრიანი სოფელი, აქედან 59 იქნებოდა აზიიდან, 17 ამერიკიდან, 10 ევროპიდან, 8 ლათინური ამერიკიდან, 5 ჩრდილოეთ ამერიკიდან და ერთი კი ოკეანიიან. ასევე, ამ 100 ადამიანიდან 26 იქნებოდა 15 წელზე ნაკლები და 9 კი 64 წელს გადაცილებული. ვარაუდის მიხედვით, 2050 წლისთვის ამ სოფლის მოსახლეობა 129-მდე გაიზრდება. ამ 129 ადამიანიდან 69 იქნება აზიიდან, 33 ამერიკიდან, 10 ლათინური ამერიკიდან, 9 ევროპიდან, 5 ჩრდილოეთ ამერიკიდან და ერთი ისევ ოკეანიდან“, - ნათქვამია გერმანიის მსოფლიო მოსახლეობის ფონდის მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.