ჯიდას სანაპიროსთან ნავთობის გემზე აფეთქება მოხდა

ჯიდას სანაპიროსთან ნავთობის გემზე აფეთქება მოხდა

1544955
ჯიდას სანაპიროსთან ნავთობის გემზე აფეთქება მოხდა

საუდის არაბეთში, საპორტო ქალაქ ჯიდას სანაპიროებთან, ნავთობის გემზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი წყაროების თანახმად, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერზე, სახელად BW Rhine, საუდის არაბეთის წითელი ზღვის სანაპიროზე, ჯიდას პორტთან გარე ძალების თავდასხმის გამო აფეთქება მოხდა. ამავე ინფორმაციით, გემზე მყოფი ეკიპაჟის 22 წევრი აფეთქებას დაზიანების გარეშე გადაურჩნენ. საკითხთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მთავრობიდან და იემენში მოქმედი ჰუსიტებიდან ჯერ-ჯერობით განცხადება არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #აფეტქება , #ნავთობის ტანკერი , #ჯიდა

მსგავსი ინფორმაციები