ალბანეთში საპროტესტი აქციები არ წყდება

ალბანეთში საპროტესტი აქციები არ წყდება

1544833
ალბანეთში საპროტესტი აქციები არ წყდება

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციის მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცის „შეჩერდი“ ბრძანებაზე დაუმორჩილებლობისთვის მოკვლის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები, გუშინაც გაგრძელდა. ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გამო 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის მიუხედავად უკვე ხუთი დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. გუშინაც დედაქალაქ ტირანაში, ისკენდერ ბეის მოედანზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს პოლიციის გაფრთხილებას დაშლის შესახებ, დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგებს „სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ არის“ .

აქციის მონაწილეების ნაწილი კი პრემიერ-მინისტრ, ედი რამას გადადგომას ითხოვდა.
ალბანეთში გუშინ დედაქალაქ ტირანას გარდა სხვა ქალაქებშიც გაიმართა საპროტესტო აქციები.

ამ ყველაფრის მიზეზი კი 8 დეკემბერს კომენდატის საათებში 25 წლის კ.რ.-ს, რომელიც თითქოს და პოლიციის ბრძანებას „შეჩერდი“ არ დაემორჩილა, მკვლელობა გახდა. ამ ფაქტს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობაში ეჭმიტანილი პოლიციელი დაკავებულია, მომხდართან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება.


საკვანძო სიტყვები: #აქციები , #საპროტესტო , #ალბანეთი

მსგავსი ინფორმაციები