წყალდიდობა იტალიის ჩრდილოეთში

კვირის ბოლოს ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში მოდენასა და ნონანტოლაში

1540996
წყალდიდობა იტალიის ჩრდილოეთში

კვირის ბოლოს ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებში მოდენასა და ნონანტოლაში.

ქალაქ მოდენას მახლობლად მდებარე მდინარე პანარო ადიდდა, ქალაქგარეთ მდებარე დასახლებებში სახლები და მანქანები დაიტბორა.

მეხანძრეების ჯგუფებმა წყალში ჩარჩენილი 20 ადამიანი გადაარჩინეს.

გრძელდება სამუშაოები წყალდიდობით გამოწვეული მატერიალური ზარალის დასადგენად.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები