ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალი ჩატარდა
განიხილეს მსოფლიოს აქტუალური საკითხები

ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე, რომელიც 10-11 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება გაიმართა, რომელზედაც განიხილეს თურქეთთან ურთიერთობები, არჩევნების შემდგომი სიტუაცია საქართველოში, ვენესუელაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და სხვა აქტუალური საკითხები, ხოლო ამის პარალელურად აზრთა ურთიერთგაცვლა მოხდა იმის შესახებაც, თუ როგორ ჩამოყალიბდება ევროკავშირსა და აშშ-ს ურთიერთობები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორ დარჩებიან ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმისადმი ერთგულად, ჰონგ კონგში უსაფრთხოების ახალი კანონის შედეგებზე და ა.შ. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ის ჩარჩოც განსაზღვრეს, რომლითაც იხელმძღვანელებენ ორგანიზაციის ლიდერები 10-11 დეკემბრის სამიტზე