ლიბანი თურქეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აკეთებს

ლიბანი თურქეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აკეთებს

1538168
ლიბანი თურქეთთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აკეთებს

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შერბელ  ვეჰბიმ გავრცელებული ინფორმაია იმის თაობაზე, რომ თითქოს და თურქეთი მათ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ერევა, უარყო და თქვა, რომ რომ ორ ქვეყანას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მან ამის შესახებ ადგილობრივ გაზეთ „ნიდა ალ-ვათანთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„თურქეთი, ლიბანის მეგობარი ქვეყანაა. თურქეთსა და ლიბანს შორის მეგობრული ურთიერთობები აქვთ. საკითხებს დადებითი მხარიდან შევხედოთ.  უფრო მეტიც, თითქოს და ლიბანი, თურქეთ-საფრანგეთის დაპირისპირების თემაა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მათთან (თურქეთთან) ყველა სფეროში, ყოველთვის გვაქვს კავშირები“, განაცხადა ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

ცნობისათვის, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთმა, ლიბანს დაუყონებლივ გაუწია შესაბამისი დახმარება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები