პენტაგონი აცხადებს, რომ გას-ი რუს დაქირავებულ სამხედროებს აფინანსებს

პენტაგონი აცხადებს, რომ გას-ი რუს დაქირავებულ სამხედროებს აფინანსებს

1537754
პენტაგონი აცხადებს, რომ გას-ი რუს დაქირავებულ სამხედროებს აფინანსებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი (პენტაგონი) ამტკიცებს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები აფინანსებს რუს დაქირავებულ სამხედროებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლ არალეგიტიმურ შეიარაღებულ ძალებს ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით.

Foreign Policy-ის ინფორმაციით, აფრიკაში ანტიტერორისტულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი პენტაგონის მთავარი ინსპექტორის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროები ფულს აწოდებს რუსულ უსაფრთხოების კომპანია Wagner Group- თან დაკავშირებულ ძალებს.

უსაფრთხოების კომპანიას, რომელიც დააფუძნა ბიზნესმენმა ევგენი ვიქტოროვიჩ პრიგოჟინმა, რომელიც ცნობილია რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სიახლოვით, ბრალად ედება რუსეთის არმიასთან და დაზვერვასთან კავშირში ოპერაციების წარმართვა რუსეთის ინტერესების შესაბამისად არასტაბილურ რეგიონებში. კრემლი უარყოფს, რომ კომპანიას კავშირი აქვს სახელმწიფოსთან.

პენტაგონის მოხსენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს აშშ-ს ურთიერთობებზე სპარსეთის ყურეში მოკავშირე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან. აშშ-ს კონგრესში დემოკრატები ცდილობენ შეაჩერონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ აბუ დაბისათვის 23 მილიარდი დოლარის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვა.

ბრალდებებს იმის შესახებ, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები იყენებს რუს დაქირავებულ სამხედროებს ლიბიის კონფლიქტში თავისი როლის დასამალად, დიდი ხანია აცხადებენ ქვეყანაში მყოფი დამკვირვებლები და ბრალდება პენტაგონის ანგარიშით ოფიციალურად პირველად აღიარა აშშ-ს ხელისუფლებამ.



მსგავსი ინფორმაციები