ისრაელი მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ისრაელი მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

1537005
ისრაელი მუჰსინ ფაჰრიზადეს მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ „მსოფლიომ მადლობა უნდა გადაუხადოს ისრაელს“, ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის მუჰსინ ფაჰრიზადეს  მკვლელობისთვის.

მაშინ, როდესაც ირანელი მეცნიერის ფაჰრიზადეს მკვლელობის საკითხზე გამოხმაურებები გრძელდება, ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსნი, რომლის ვინაობაც არ სახელდება,  ამერიკულ New York Times-ის  გაზეთთან ინტერვიუს აკეთებს და აცხადებს, რომ მსოფლიომ მუჰსინ ფაჰრიზადეს  მკვლელობისთვის ისრაელს მადლობა უნდა გადაუხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ადმინისტრაციამ ოფიციალურად არ აღიარა ფაჰრიზადეს მკვლელობა, ვინაობა გაუმჟღავნებელი ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, შეიძლება ერთგვარ აღიარებად ჩაითვალოს, ამ მკვლელობის  თელ-ავივის ადმინისტრაციის მოწყობასთან დაკავშირებით.  

ცნობისათვის, გასული კვირის პარასკევ დღეს,  თეირანთან ახლოს ქალაქ აბსარში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი მუჰსინ ფაჰრიზადე. ფაჰრიზადე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბრიგადის გენერალი და იმამ ჰუსეინის სახელობის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი იყო.



მსგავსი ინფორმაციები