ზახაროვა: „მთიან ყარაბაღში სტაბილურობის საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“

ზახაროვა: „მთიან ყარაბაღში სტაბილურობის საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“

1535664
ზახაროვა: „მთიან ყარაბაღში სტაბილურობის საკითხზე თურქეთთან მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მთიან ყარაბაღში სტაბილურობის საკითხთან დაკავშირებით, თურქეთთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ. ზახაროვამ ამის შესახებ,  ყოველდღიური ტრადიციული  პრესკონფერენიის დროს განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთს შორის პოლიტიკური და  დიპლომატიურის საკითხების ჩათვლით სამხედრო სფეროშიც მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.

ზახაროვამ პრესკონფერენციის დროს, 10 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშიანს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სტაბილურობის საკითხთან დაკავშირებით,  თურქეთის და რუსეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრები 11 ნოემბერს თურქეთ-რუსეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.  



მსგავსი ინფორმაციები