საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუცია მიიღო

1534586
საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის სენატმა  მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა, ერთი  კი წინააღმდეგი იყო.

„სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, ეს აღიარება მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს“ - ნათქვამია საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

სენატორები ასევე აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვონ“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი, რომელიც გახლავთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის დაკარგვისა და სომხეთის მხარდაჭერის გამო ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი.


საკვანძო სიტყვები: #მთიანი ყარაბაღი , #საფრანგეთი

მსგავსი ინფორმაციები