ჯანმო ამჯერად დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს

ჯანმო ამჯერად დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს

1533142
ჯანმო ამჯერად დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი   ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინასთან დაკავშირებით ცდები დასასრულს უახლოვდება და გრძელ და  ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. მან ამის შესახებ,  შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ჯანმო-ს  შტაბ-ბინაში, ვიდეო კონფერენციის მეთოდით ტრადიციული ყოველკვირეული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს რეალური იმედი, რომ მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში ვაქცინა დაეხმარება.

„ვაქცინების კვლევების შესახებ გავრცელებული ბოლო პოზიტიური სიახლეები ნიშნავს, რომ ამ გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშებს. არსებობს რეალური იმედი, რომ ვაქცინა, ჯანდაცვის სხვა ღონისძიებებთან ერთად მსოფლიოს პანდემიის დასრულებაში დაეხმარება“, განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ  უნდა შექმნას ვაქცინის წვდომის ახალი სტანდარტები.



მსგავსი ინფორმაციები