ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა  მსოფლიოში მილიონ 393 ათას 800-ს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა  მსოფლიოში მილიონ 393 ათას 800-ს გადააჭარბა

1532459
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა  მსოფლიოში მილიონ 393 ათას 800-ს გადააჭარბა
super covid19.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა  მსოფლიოში მილიონ 393 ათას 800-ს, დაავადებულთა რიცხვმა 58 მილიონ 997 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 40 მილიონ 771 ათასს გადააჭარბა.

კოვიდ-19-ის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაღუპულთა რიცხვი 262 ათას 701-მდე, ხოლო ინფიცირებულთა 12 მილიონ 589 ათას 88-მდე გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე ადრე 13 დეკემბერს დაიწყება. ვაქცინაციის პროცედურები, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის გამო საფრანგეთში 215 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 48 ათას 732-მდე გაიზარდა. ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 13 ათას 157-ით 2 მილიონ 140 ათას 208-მდე მოიმატა.

ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობა ასეთია: "ბრაზილია (169 ათას 197), მექსიკა (101 ათას 676), ინგლისი (55 ათას 24), იტალია (49 ათას 823), ესპანეთი (42 ათას 619), არგენტინა (37 ათას 2), პერუ (35 ათას 595), კოლუმბია (35 ათას 287), ბელგია (15 ათას 618), ჩილე (15 ათას 69), გერმანია (14 ათას 343), პოლონეთი (13 ათას 618), ეკვადორი (13 ათას 201), კანადა (11 ათას 455), უკრაინა (10 ათასი 951) და რუმინეთი (10 ათას 47). ”



მსგავსი ინფორმაციები