თურქეთმა, პომპეოს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასვლას „სასოწარკვეთილი“ ქმედება უწოდა

თურქეთმა, პომპეოს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასვლას „სასოწარკვეთილი“ ქმედება უწოდა

1530976
თურქეთმა, პომპეოს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასვლას „სასოწარკვეთილი“ ქმედება უწოდა

თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე  უკანონო დასახლებების  მონახულებას „სასოწარკვეთილ“ ქმედებას უწოდებს.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის მიერ არალეგალური გზით აშენებული დასახლებების მონახულება, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 2334 (2016) რეზოლუციას, რომლის მუდმივ წევრი აშშ-ც გახლავთ, ასევე პალესტინის ტერიტორიებზე უკანონო განსახლებების მონახულება, ყველა საერთაშორიოს სამართლის დარღვევა და ‘სასოწარკვეთილი’ ქმედებაა. ასეთი გათვლილი ქმედებები არასოდეს დარჩება პასუხგაუცემელი. ჩვენ, პალესტინელი ძმების უფლებების დაცვას ყველა საერთაშორიოს პლატფორმაზე აუცილებლად გავაგრძელებთ.“



მსგავსი ინფორმაციები