რას სთავაზობს ირანი აშშ-ს ახალ მთავრობას?

რას სთავაზობს ირანი აშშ-ს ახალ მთავრობას?

1530291
რას სთავაზობს ირანი აშშ-ს ახალ მთავრობას?

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების  ახალი ადმინისტრაცია მოხსნის, ირანის მიმართ დაწესებულ ყველა  სანქციებს, ისინი უპირობოდ დაუბრუნდებიან თავიანთ შეჩერებულ ბირთვულ ვალდებულებების შეთანხმებას. მან ამის შესახებ გაზეთ „İran“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, ირანი, აშშ-ს ახალ მთავრობასთან ბირთვული შეთანხმების დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებისათვის მზად არიან.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუ როგორ დაბრუნდება აშშ-ს ადმინისტრაცია ბირთვული შეთანხმების  გარიგებაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იქნა შეჩერებული. თუ აშშ შეასრულებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ  2231 რეზოლუციის თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს, ჩვენც შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ბირთვული შეთანხმების საფუძველზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ჯო ბაიდენს თეთრს სახლში გადასვლის შემდეგ შეუძლია მოხსნას ყველა სანქცია პრეზიდენტის სამი განკარგულებით,“ - განაცხადა ზარიფმა.

ცნობისათვის, ჯო ბაიდენმა, რომელმაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში არაოფიციალური შედეგების მიხედვით მოიგო, განაცხადა, რომ ის დაუბრუნდება, ირანთან ხელმოწერილ ბირთვულ ხელშეკრულებას, რომელიც მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს, 2015 წელს გაფორმდა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები