მაიკ პომპეო შვიდ ქვეყანას, მათ შორის თურქეთსა და საქართველოს, ეწვევა

მაიკ პომპეო შვიდ ქვეყანას, მათ შორის თურქეთსა და საქართველოს, ეწვევა

1525828
მაიკ პომპეო შვიდ ქვეყანას, მათ შორის თურქეთსა და საქართველოს, ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, პარასკევს იწყებს ტურნეს საზღვარგარეთ, რომლის ფარგლებშიც შვიდ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, საქართველოში, საფრანგეთში და ასევე ისრაელში ჩავა.

მინისტრმა პომპეომ პრესის წარმომადგენლებთან ყოველკვირეულ ბრიფინგზე აქტუალური საკითხები განიხილა და აღნიშნა: ”პარასკევიდან, საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და საუდის არაბეთს ვეწვევი. შეხვედრებზე ქვეყნების მიხედვით ბევრ საკითხს განვიხილავთ.”

მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარმატებას მიაღწია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და "ისრაელთან ნორმალიზების" პროცესში და განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებთან ამ პროცესს განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები