ევროპელმა ლიდერებმა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომები განიხილეს

ევროპელმა ლიდერებმა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომები განიხილეს

1526047
ევროპელმა ლიდერებმა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომები განიხილეს

საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდების და ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ახალ ზომებს ევროპაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ავსტრიის პრემიერმა სებასტიან კურცმა, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ვიდეო კონფერენციის მეთოდით შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა კონსენსუსი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ღონისძიებების შესახებ.

გასატარებელ ღონისძიებებს შორისაა ინტერნეტში ტერორის პროპაგანდის და სიძულვილის ენის შემცველი მასალის სასწრაფოდ წაშლა, შენგენის ზონის რეფორმა და ევროკავშირის საზღვრებზე შესვლისა და გასვლის მკაცრი კონტროლი და ევროპაში იმამების მომზადების ახალი ინსტიტუტის შექმნა.


საკვანძო სიტყვები: #ზომები , #ტერორი , #ევროპა

მსგავსი ინფორმაციები