არაბთა გაერთიანებულ საემიროებს თურქეთთან დაპირისპირება არ სურს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებს თურქეთთან დაპირისპირება არ სურს

1525318
არაბთა გაერთიანებულ საემიროებს თურქეთთან დაპირისპირება არ სურს

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანვარ გარგასი აცხადებს, რომ მათი ქვეყანა თურქეთის და ირანის საგარეო პოლიტიკას არ უჭერს მხარს მაგრამ, მათ ამ ქვეყნებთან დაპირისპირება არასოდეს არ სურთ. მან ამის შესახებ აბუ-დაბში მიმდინარე სტრატეგიულ დებატებზე ვიდეოკონფერენციის მეთოდით სიტყვით გამოსვლის დროს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისათვის, არაბთა გაერთიანებული საემიროების ადმინისტრაციის მხრიდან, ბოლო წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით, რეგიონალურ ბალანსზე გავლენის პოლიტიკით ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი.

ჯო ბაიდენმა, რომელმაც გასულ კვირას აშშ-ს არჩევნებში გაიმარჯვა, გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, იგი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და საუდის არაბეთთან  უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს.



მსგავსი ინფორმაციები