არგენტინაში ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება

არგენტინაში ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება

1524574
არგენტინაში ანტისამთავრობო გამოსვლები იმართება

არგენტინის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესის მთავრობის წინააღმდეგ.

დემონსტრანტები დედაქალაქ ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე ობელისკთან "თავისუფლების, სამართლიანობისა და კონსტიტუციის" სახელწოდების ქვეშ  შეიკრიბნენ.

მომიტინგეები ბანერებით ხელში ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა, კი რომლებმაც მანქანით მიიღეს მონაწილეობა დემონსტრაციაში, ბუენოს-აირესის მთავარ ქუჩებზე კოლონებით ჩაიარეს.

აქციაში მონაწილეებმა გააპროტესტეს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ვაქცინა, რომლის შეძენასაც აპირებს მთავრობა და სასამართლო რეფორმა, რომელიც დაეხმარა ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერს კორუფციის დავებიდან თავის დაღწევაში.

საპროტესტო აქციები ბუენოს-აირესის გარდა ასევე ჩატარდა ქალაქ კორდობა როსარიოში, მარ დელ პლატაში, მენდოზაში და სან კარლოს დე ბარილოჩეში.



მსგავსი ინფორმაციები